...ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...
Sunday, December 6, 2009
სინათლე და ფერთა სამყარო
პროექტის დასახელება: სინათლე და ფერთა სამყარო
პროექტის მოკლე აღწერა: სინათლის მოვლენების შესწავლა, სხვადასხვა ოპტიკური ხელსაწყოს აგებულების შესწავლა, ფერები სამყაროში, ფერები ლიტერატურასა და მხატვრობაში.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, თითოეულ მათგანს ექნება სხვადასხვა შინაარსისა და ხასიათის სამუშაო:
*მოსწავლეები გამოიკვლევენ თუ, როგორ ვითარდებოდა მეცნიერული წარმოდგენები სინათლის ბუნების შესახებ;
*გაეცნობიან იმ მეცნიერთა ბიოგრაფიებსა და ღვაწლს, რომლებიც სწავლობდნენ სინათლის მოვლენებს;
*გაიხსენებენ გაკვეთილებზე ნასწავლ მასალას ერთგვაროვან და არაერთგვაროვან გარემოში სინათლის გავრცელების კანონების შესახებ, ფერებად დაშლის შესახებ;
*გამოსახავენ მარტივი სქემით და შეადარებენ სხვადასხვა ორგანიზმების თვალის ოპტიკურ სისტემებს, იმსჯელებენ განსხვავებაზე, ფერების აღქმის თავისებურებეზე;
*მოიპოვებენ ინფორმაციას სხვადასხვა ოპტიკური სისტემის (ტელესკოპი, მიკროსკოპი, ფოტოაპარატი) მოწყობილობისა და განვითარების შესახებ;
*შეძლებენ სხვადასხვა ოპტიკური მოვლენის ახსნას;
*გაეცნობიან ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს, მოიპოვებენ მასალას ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში გამოყენებულ ფერთა გამის შესახებ და გაუკეთებენ კლასიფიკაციას;
*ესტუმრებიან ხელოვნების მუზეუმს, შეისწავლიან ქართულ მხატვრობაში გამოყენებული ფერებისა და საღებავების მრავალსახეობას;
*იმსჯელებენ ფერების სხვადასხვა სიმბოლურ დატვირთვაზე.
საბოლოოდ ყველა ინფორმაცია განთავსდება ერთ საიტზე.
მონაწილეთა ასაკი /კლასები: IX-XII კლასის მოსწავლეები (14-17 წ.)
ვადები / ხანგრძლივობა: 3-4 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: სახელმძღვანელოში არსებული ინფორმაციის შესწავლა, ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა დამხმარე ლიტერატურის, ენციკლოპედიებისა და ინტერნეტის საშუალებით, ცალკეულ თემებზე მოხსენებების (პრეზენტაციების) გაკეთება, მოძიებული ფოტომასალის გამოფენა, დისკუსიების მოწყობა, შესრულებული სამუშაოს ანალიზი.
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შექმნილი მასალების მიხედვით გაკეთებული პრეზენტაციები, ფოტოალბომები, ბროშურები, ბლოგი
სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას; აღნიშნული საკითხის გარშემო ფართო მასებისათვის ქართულ ენაზე შეიქმნება საინფორმაციო ბაზა; სხვა მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ თანატოლების ნამუშევრებს;
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ფიზიკა - სინათლის მოვლენების, ფერების წარმოშობის მიზეზების შესწავლა;
ქართული - მხატვრულ ლიტერატურასთან მუშაობა, მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში მონაწილეობა.
ბიოლოგია - ცოცხალი ორგანიზმების მხედველობის ორგანოების თავისებურებების შესწავლა.
ქიმია - ზოგიერთი საღებავის შემადგენლობის, მისი შექმნის ისტორიის შესწავლა.
მათემატიკა - ოპტიკურ ხელსაწყოებში სხივთა სვლის გეომეტრიული აგებები, ზოგიერთი ოპტიკური ფიზიკური სიდიდის გამოთვლა სამკუთხედების მსგავსების გამოყენებით.
უცხო ენა - მოსწავლეები მოიპოვებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას უცხო ენაზე.
საინფორმაციო ტექნოლოგიები - ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, საპრეზენტაციო სლაიდ-შოუს გაკეთება, შესაბამისი ბლოგის შექმნა.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ინგა ნავდარაშვილი, თბილისის 177-ე საჯარო სკოლა, ფიზიკის პედაგოგი.
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: inga.navdarashvili@gmail.com
პროექტის ფორუმი: სინათლე და ფერთა სამყარო
პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი: http://inga-63.blogspot.com/
პროექტის მიმდინარეობა
ანა ყურულიშვილი
თამუნა ჩუმაშვილი
თაზო გოძიაშვილი
გვანცა უგრეხელიძე
მარი მუზაშვილი
ნინო გასიტაშვილი
თამთა ლაკაშია
ანა სოლაშვილი
სალომე კვინიკაძე
ნათია ბიწაძე
თამარ მუზაშვილი